მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქსტატი: გასულ წელს საქართველოში 208 ბაზარი ფუნქციონირებდა

სასურსათო ბაზარი თბილისში

2019 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 30,8% თბილისში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება რეგიონებში მათი საქმიანობას, პროცენტულად ასე ნაწილდება: 20,7% - იმერეთი, 12% პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, 12% პროცენტი - კახეთი, 7,2% - ქვემო ქართლი, 5,3% - აჭარა, 4,3% - შიდა ქართლი, 2,9% - სამცხე-ჯავახეთი, 1,9% - გურია, 1,9% - მცხეთა-მთიანეთი და 1% პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

საქსტატის ცნობითვე, ბაზრობების 32,2 % მხოლოდ არასასურსათო საქონლით ვაჭრობს, ერთ-ერთ ბაზრობაზე კი მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა ხორციელდება. ყოველდღიური ვაჭრობა 163, საკვირაო ვაჭრობა - 19 ბაზარში მიმდინარეობს, ხოლო კვირა დღის გარდა 3 ბაზარი ვაჭრობს. დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა, კვირის სხვადასხვა დღეებში ხორციელდება.