სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 2020 წლის (იანვარი-ოქტომბერი)
📌 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (405.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (320.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (254.1 მლნ. აშშ დოლარი).
📌 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 618.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 197.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 162.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი).
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:27 საათზე, წალკიდან სამხ-დასავლეთით 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან, დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.
ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.
რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება.
ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.