მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა

სალონის ინტერიერი

დღეს საქართველოში სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. დაწესებულია კონკრეტული შეზღუდვები კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით.

ძირითადი რეკომენდაციები:

სალონში წასვლამდე წინასწარ უნდა ჩაეწეროთ, რადგან რიგები და ადამიანთა თავშეყრა თავიდან იყოს აცილებული;

სამუშაო სივრცეში უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა - 5 კვ.მ ფართზე დასაშვებია მხოლოდ 1 მოხმარებელი და 1 მომსახურე პერსონალი. თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია არანაკლებ 2მ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, სივრცეების იზოლირებისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების (მოძრავიკედლები/შირმა და სხვ.) გამოყენება, რომელიც ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციას;

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმო სკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);

შესასვლელებში განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;

იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;

ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭება ბარათს.

მომხმარებლის მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები:

მომხმარებელი უნდა გამოცხადდეს მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე (რიგის თავიდან ასაცილებლად);

მომხმარებელი არ უნდა გამოცხადდეს მომსახურების სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე.სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;

მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა(მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.