მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

სავაჭრო ცენტრი თბილისში

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება, როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა.

იხილეთ შემსუბუქებული შეზღუდვები სრულად:

⭕ 25 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

⭕ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან იხსნება

⭕ რესტორნები ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

⭕ პირველი მარტიდან საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას განაახლებენ

⭕ სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ

⭕ უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან გაანახლებენ

⭕ კომენდანტის საათი ძალაში რჩება