ეკონომიკა

სავალუტო ჯიხურები იხურება

სავალუტო, ჯიხური, შეზღუდვა
11:01 31.03
დაკოპირებულია

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტები და სავალუტო ჯიხურები ოფისებიდან დროებით წყვეტენ მუშაობას.

შეზღუდვა ასევე შეეხება საკრედიტო კავშირებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებს და აქტივების მმართველ კომპანიებს.

რეგულაციები არ ეხება ბანკებს. როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში). 

covid-19

კახეთში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევა...

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდვირუსი 54 წ...
17:11 31.05
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს...
17:52 31.05
ექსპერტის თქმით, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, ის და მისი ახლობლებიც იყვნენ ბინძური რე...
17:13 31.05
„პოლიტპატიმრებზე" რაიმე განცხადება გვესროლოს სამარცხვინო ნაცოპოზიციამ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი...
16:57 31.05
„ასეთი მაღალი და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უ...
16:56 31.05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრიფინგი 2020 6 თურნავა: გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემ...
„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიც...
ისანში კაცი დაჭრეს
ისანში, უჯარმის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც PIA.GE-ს შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე...
14:44 31.05
ამირან გამყრელიძე: პანიკის არავითარი საფ...
დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შე...
ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ე...
ლატარიის თამაშის დროს ლატარიის მოყვარულები ქველმოქმედები ავტომატურად ხდებიან, რა...