მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სები ლიცენზირების მიღების ვადას ახანგრძლივებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხო სამუშაო პროცესის სრულად აღდგენამდე, ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს.

აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო საფინანსო მიმართულებას: საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად, საკრედიტო კავშირად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაცია/ლიცენცირებისთვის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანას.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული საგანგებო ნაბიჯების ნახვა  შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.