მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 192.7 მილიონი დოლარი შეადგინა

100 ამერიკული დოლარი

მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 28.7%-ით (43 მლნ დოლარი) მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამავე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

ამავდროულად, წლეს სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის (20.5 მლნ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

phuladi-gzavnilebi_o_h.jpeg