ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაცია.
საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვე მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.
როგორც შემოსავლების სამსახური განმარტავს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის 1 ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა - 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს. ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული).
კომპენსაციის მიღების წესის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უწყების ახალ პროგრამულ პორტალზე https://www.rs.ge/kompensacia რომელიც კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.
დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრს: 0322 299 299 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@rs.ge. დასაქმებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დაჩქარება დამსაქმებლებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც სთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გამართა. აქცია რიონის ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია.
რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ვარაუდობენ, რომ თოვლის ქვეშ 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვებია მოყოლილი. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.07 თეთრი შეადგინა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
„ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ განცხადებებით დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ მათი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ“, - ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ქვეყნების ლიდერებს, რომელთაც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.
სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედროების ბლოკ-საგუშაგოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ alwatan.sy იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იგი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.