მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

შუახევი ჰესი

შუახევი ჰესის ჰიდროელექტრო სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევიჰესი (178 მგვტ), ხოლო სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

,,შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. “ - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითაც ყოველწლიურად სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით შეამცირებს და ამით საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ შეუწყობს ხელს.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შუახევი ჰესი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია.