ეკონომიკა

სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართბელოს ეროვნული
ბანკის შესასვლელი
1613659896
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა.

სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი" საბროკერო საქმიანობას შემდეგი ვებგვერდის საშუალებით ახორციელებდა: https://wt.ge/online/.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლონ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს.

ცნობისთვის, ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო  409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

1614581558

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. 

1614581491

„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614581310

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.

1614580716
მიანმარში 18 ადამიანი
მოკლეს

მიანმარში საპროტესტო აქციის დარბევისას 18 ადა...

მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

თბილისის უბნები, სადაც პირველ მარტს ელექ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართ...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევრო...

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.