მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სსფ-მ საქართველოში მისია ვირტუალურად წარმართა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზები წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა წინაწარ მიგნებებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახუირს წარმომადგენელი ავრცელებს.

„ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს დირექტორთა საბჭოს არ წარედგინება განსახილველად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებით კონტროლდება. თუმცა, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ აქტივობაზე.
  • ეკონომიკური პოლიტიკის პასუხი, მათ შორის, გადასახადების დროებითი შემსუბუქება და ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების გაწევა ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, დღეის მდგომარეობით, წარმატებულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით.
  • სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად კვლავაც მნიშვნელოვანია, რათა არ დაკნინდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი - 2020 წლის 15 სექტემბერი: ამა წლის 8-14 სექტემბერს სსფ-ს გუნდმა ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით ონლაინ, ვირტუალური ფორმით წარიმართა შეხვედრები საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვის და სტრუქტურული რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით. ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:

"COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. თუმცა პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებულად კონტროლდება, საქართველოს საგარეო პოზიცია გაუარესდა, რადგან ტურიზმიდან შემოსავალი, ფაქტიურად, გაქრა. წინასწარი მონაცემების მიხედვით ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა ივნისიდან დაიწყო. კერძო სექტორის დაკრედიტება კვლავ ჯანსაღი ტემპით მიმდინარეობს, რასაც, ნაწილობრივ, ხელს უწყობს მთავრობის პროგრამა, ლარში აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ. ბოლოხანს ინფლაციის ტემპმა იკლო, სუსტი მოთხოვნის და ეკონომიკის ჩაკეტვის შემდგომ პერიოდში აღდგენილი მიწოდების გავლენით.

"მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 5 პროცენტით. ეს მაჩვენებელი სსფ‑ს პროგრამის მეექვსე მიმოხილვისას ნავარაუდევ ზრდის ტემპზე უფრო დაბალია, რადგან: ერთი მხრივ, 2020 წლის მეორე კვარტალის ფაქტობრივი მაჩვენებლები უარესია და, მეორე მხრივ, საგარეო მოთხოვნის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტია. პანდემიის გარშემო არსებული დიდი გაურკვევლობის გამო, ზრდის ზემოაღნიშნული პროგნოზის თანმხლები რისკების უმეტესობა ნეგატიურია, რაც პროგნოზს დაღმავალი მიმართულებით შეცვლის. თუ რისკები რეალიზდა, მათ შორის, სავაჭრო პარტნიორების სუსტი ზრდა მეტ ხანს გაგრძელდა და ტურიზმი ვერ აღდგა, საჭირო იქნება გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება და ეკონომიკის მხარდამჭერი შემდგომი ღონისძიებების გატარება.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ასევე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ეკონომიკური აქტივობისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად, მათ შორის, შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. COVID-19 შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური ზეწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად.

„სსფ-ს მიმდინარე პროგრამის (EFF) ფარგლებში სტრუქტურული რეფორმების განხორცილება წარმატებულად მიმდინარეობდა. ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი საბაზისო პენსიის ინდექსირების შესახებ; უახლოეს მომავალში დამტკიცდება ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ. საწარმოთა გადახდისუუნარობის და საბანკო რეზოლუციის შესახებ კანონმდებლობის დროული განხორციელება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და გაზრდის ფინანსური სექტორის მდგრადობას. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია რათა შეიზღუდოდ საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის ზიანი და მოხდეს ეკონომიკის უფრო მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.

"ჩვენ, სსფ-ს მისია, მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მაჭავარიანს, სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ, სსფ-ს მისია, ველოდებით დიალოგის გაგრძელებას სსფ-ს მიერ მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის მიზნით ამა წლის ოქტომბერში".