მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სურამში 1000 ოჯახი 24 საათიან წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

წყალმომარაგება სურამი

კორონავირუსის პანდემიას საქართველოში ინფრასრტრუქტურული პროექტები არ შეუჩერებია. სამუშაოებს განაგრძობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც სურამში.

,,რგიონებში პროექტები, დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცით, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სურამში დავიწყეთ წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. არსებული მოძველებული სისტემა ახლით ჩანაცვლდება, რაც შეამცირებს წყლის დანაკარგებს. შედეგად, 1000–მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“. – განაცხადა  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ნაფეტვარიძემ.

სურამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია რუსთაველისა და აღმაშენებლიოს ქუჩებზე მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილის, დაახლოებით 100 ოჯახს, წყლის ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. ნაწილს კი, მოძველებული ქსელის გამო , წყალი 16–18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, დამატებით 1000 ადგილლობრივს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.