ეკონომიკა

თავდაცვის მინისტრმა ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა

თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძე
1617795835
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ხელმძღვანელობით, ლატვიაში ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ქვედანაყოფი შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობით ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ფარგლებში უზრუნველყოფს ალიანსის სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას, თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას.

თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრებთან ერთად მინისტრი ბაზის პოლიგონზე ლატვიური წარმოების უპილოტო საფრენი სისტემის PenguinC M2 პრაქტიკულ დემონსტრაციას დაესწრო და მის შესაძლებლობებს გაეცნო.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე ვიზიტი ძალიან პროდუქტიული იყო და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

„ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ და მინდა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის დამოკიდებულება გავიზიაროთ, ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი გამოცდილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიის თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკსს და ლატვიის სეიმის სპიკერს ინარა მურნიეცეს.

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან. ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას აზრით, გალის მოსახლეობას ენგურზე უპრობლემოდ გადასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ფილიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

1618409072

მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

1618408446

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

1618408149

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992
სოფლის მეურნეობის
სამინისტრო

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებ...

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, რომ...

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგ...

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

სემეკსა და „საქართველოს მედიატორთა ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.