მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნას ვგეგმავთ“ - ნათია თურნავა

თვითმფრინავი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის თებერვალში საერთაშორისო ფრენებზე პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. 

როგორც მან წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა დასასრულს უახლოვდება.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და ასევე, მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში რეგულარული ფრენები დაახლოებით 9 თვეა აღარ ხორციელდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქუთაისიდან ახალი წლის პერიოდში რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება

👉 ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებს ახალი მიმართულება დაემატა

👉 Wizz Air-მა დეკემბრიდან 5 ქალაქის მიმართულებით ფრენები დანიშნა