მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თელასის“ 24.5%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება

თელასის 24.5%-იანი წილი იყიდება

„საპარტნირო ფონდი“ მის კუთვნილებაში არსებულ სს „თელასის“ 24.5%-იან წილს აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი $10.511 მლნ-ს შეადგენს, ბიჯის ოდენობა 50 ათასი დოლარია. აუქციონი 10 აგვისტოს გამოცხადდა და ის 9 სექტემბერს გაიმართება.

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS67189920, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 671899

აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ „საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

თელასი - თბილისის ელექტროქსელი 1937 წელს დაარსდა. 1998 წელს მისი 75.5%-იანი წილი ამერიკულმა AES-მა შეისყიდა, რომელმაც 2003 წლის აგვისტოში მის საკუთრებაში არსებული აქციების 100% რუსულ „ინტერ რაოს“ მიჰყიდა. თელასის საკაბელო ქსელის საერთო სიგრძე 5300 კმ-ს აღემატება.