მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Tesla-ს ღირებულება 2020 წელს 326%-ით გაიზარდა

ტესლა მასკი

პანდმიამ და კარანტინმა მილიარდობით ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა, პრობლემები შეექმნა მილიონობით პატარა, საშუალო თუ დიდ კომპანიას, მათი ნაწილი საერთოდ გაკოტრდა. ამ ფონზე არსებობს რამდენიმე კაშკაშა გამონაკლისი, რომელთათვისაც 2020 წელი იღბლიანი აღმოჩნდა. მათგან უდავოდ გამორჩეულია Tesla და მისი დამფუძნებელი ილონ მასკი.

17 აგვისტოს Tesla-ს აქციების ღირებულება რეკორდულად 11.2%-ით $1836-მდე გაიზარდა. ისტორიულ მაქსიმუმზე მისი კაპიტალიზაციაც ამ დროისთვის $342 მლრდ-ს აღწევს, რაც Toyota-ს ღირებულებას 80%-ით აჭარბებს. შედარებისთვის 2019 წელს Tesla-მ სულ 367 ათასი ავტომობილის რეალიზება შეძლო, Toyota-მ 27-ჯერ მეტი - 10 მლნ. Tesla-ს კაპიტალიზაციის ზრდა აგვისტოში არ დაწყებულა, მისი ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე 326%-ით გაიზარდა.

Tesla-ს ღირებულების პროპორციულად რეკორდულად $83.6 მლრდ-მდე გაიზარდა ილონ მასკის ქონებაც და მან Forbes-ის მილიარდერთა მიმდინარე რეიტინგში უკვე მეორედ დაიკავა მე-5 ადგილი. სულ რაღაც 1 დღეში მისი ქონება $6.9 მლრდ-ით გაიზარდა, ეს თანხა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებს 15%-ით, ხოლო საშემოსავლო ნაწილს საგარეო ვალის გარეშე 106%-ით აღემატება.

მასკისთვის წარმატებული წელი მხოლოდ Tesla-ს არ უკავშირდება. 30 მაისს 9 წლიანი პაუზის შემდეგ NASA-მ ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან პირველად გაიყვანა. კოსმოსური ხომალდი CREW DRAGON მასკის დაარსებულ SpaceX-ს ეკუთვნოდა. 63 დღის შემდეგ ასტრონავტები დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნდნენ.