მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

TESLA-ს ჯამურმა გაყიდვებმა 1.1 მლნ-ს გადააჭარბა

ტესლა

ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა TESLA-მ მიმდინარე წლის პირველ 2 კვარტალში 185 000 ავტომობილის რეალიზება შეძლო. წელსვე მისი ჯამური გაყიდვები 1 მლნ-ს გადასცდა.

Tesla-ს ისტორია 2003 წელს იწყება, პირველი ელექტომობილი Tesla Roadster 2008 წელს გამოვიდა. 2019 წელს მან მხოლოდ 367 ათასი ელექტრომობილის წარმოება შეძლო. ამ სტატისტიკით მასკის კომპანია Toyota-სთან, Vokswagen-თან და Daimler-თან ახლოსაც ვერ მივა. Toyota-მ გასულ წელ 10.7 მლნ ავტომობილი გამოუშვა, Tesla-ზე 29-ჯერ მეტი. ამის მიუხედავად ტესლას ღირებულება მაინც უფრო მეტია.

გაყიდვების 80% ბიუჯეტი TESLA model 3-ზე მოდის, თუმცა კომპანია ასევე აწარმოებს ლაქშერი კლასის TESLA model S-ს და ქროსოვერის ტიპის TESLA model X-ს. 2020 წლიდან კომპაქტ ქროსოვერ TESLA Model Y-საც.

2020 წელს იგეგმებოდა განახლებული სპორტული Tesla Roadster-ის გაყიდვაში ჩაშვება, რომლის ბატარეასაც 1 დამუხტვით 1000 კმ უნდა გაევლო, მაქსიმალური 400 კმ/სთ სიჩქარე განევითარებინა და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარებულიყო. იგეგმებოდა ასევე 40 ტონიანი TESLA model SEMI-ს წარმოების დაწყებაც. პანდემიამ გეგმები 1 წლით გადაავადა.

სულ კომპანიის შექმნიდან დღემდე TESLA-მ 1.1 მლნ ელექტრომობილის რეალიზება შეძლო. დღეისთვის ყოველი მეშვიდე გაყიდული ელექტრომობილი ტესლასია. 12 აგვისტოს მდგომარეობით ტესლას დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება $68 მლრდ-ს შეადგენს და მილიარდერთა რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.