მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა ეკონომიკისთვის $2,2–ტრილიონიანი დახმარება დააკანონა

აშშ-ს პრეზიდენტი 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის $2,2 ტრილიონიანი დახმარების შესახებ.

ამის შესახებ ტრამპი ტვიტერზე წერს.

„ეს წუთია მოვაწერე ხელი CARES Act-ს – ამერიკის ისტორიაში ეკონომიკური დახმარების უმსხვილეს პაკეტს. $2,2 ტრილიონიანი კანონი ჩვენი ქვეყნის ოჯახებსა და ბიზნესს დაეხმარება“, – წერს ტრამპი.

კერძოდ, კანონის თანახმად, ამერიკელები, რომელთა წლიური შემოსავალი $75 000–ს არ აღემატება გარკვეულ კომპენსაციას მიიღებენ. მცირე ბიზნესის დასახმარებლად $367–მილიარდიანი პროგრამა შეიქმნება, ხოლო $500 მილიარდი ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს, შტატებს და ქალაქებს მოხმარდება.

27 მარტის მდგომარეობით, აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა.