მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წელს ოქროს საქორწინო ბეჭედი 44.1%-ით გაძვირდა

საქორწინო ბეჭდის ოქრო გაძვირდა

2020 წელს ოქროს საქორწინო ბეჭდის ფასი, წინა წელთან შედარებით, 44.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ივლისის თვის მიმოხილვის შესახებ ანგარიშში აქვეყნებს.

ამავე ცნობით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 0.5%-ით შემცირდა.

ივლისში, ფასების შემცირება, სეზონური ფაქტორების გამო, ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის გაიაფებას უკავშირდება.

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალია, სურსათის წლიური ინფლაცია, რომელმაც 11.4% შეადგინა.

ივლისში, თვიური 5.7%-იანი ინფლაციიდან სურსათზე 3% მოდიოდა საიდანაც მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე - 1.1%, სხვა პროდუქტებიდან წლიურად 12.7%-ით გაძვირებული სიგარეტი და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 44.1%-ით გაძვირებაა გამოსარჩევი.

ივლისში წლიური ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით, ყველაზე მეტად ბენზინის 24.8%-ით გაიაფება მოქმედებდა, ხოლო დიზელის საწვავი 23.5%-ით გაიაფდა.

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.8%-მდე მოიკლო. აგრეთვე, 2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით მომსახურების ფასები თითქმის არ შეცვლილა.