მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცენტიმილიარდერების გუნდს ილონ მასკიც შეუერთდა

ილონ მასკი ხუთეულში

ცენტიმილიარდერების გუნდს ილონ მასკიც შეუერთდა. 28 აგვისტოს TESLA-ს აქციების ფასების ზრდის შედეგად კომპანიის კაპიტალიზაცია $427 მლრდ-მდე, ხოლო თავად მასკის ქონება $101 მლრდ-მდე გაიზარდა.

იმ ფონზე როდესაც პლანეტაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისი დგას, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის და მათი აქციონერებისთვის იღბლიანი წელია. 8 თვეში TESLA-ს კაპიტალიზაცია 430%-ით გაიზარდა, შესაბამისად $76 მლრდ-ით გამდიდრდა მისი დამფუძნებელი ილონ მასკიც.

28 აგვისტოს მდგომარეობით $100 მლრდ-ს ან უფრო მეტს სულ 5 ადამიანი ფლობს, მათი ჯამური ქონება $640 მლრდ-ს შეადგენს.