მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილები შეიქმნება"

ინფრასტრუქტურული სამუშაოები

”უახლოეს მომავალში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში ბევრი ახალი პროექტის გამოცხადებას გეგმავს. მრავალფეროვან პროექტებს შორის არის 85 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასევე რამდნეიმე სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მასშტაბური პროექტი და საცურაო აუზები”,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრატსრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს ახალ ინიციატივებს, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილებს შექმნის.

„ახალ პროექტებს შორის არის ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული ტურისტული ინფრასტრუქტური მოწესრიგება, ახალი ურბანული განახლების პროექტები, რომელიც არა მხოლოდ მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს როგორიც არის აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი, ველისციხის ურბანული განახლება, თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, ბაკურიანი და მრავალი სხვა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად მნიშვნელოვანია დაიწყოს და გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც უწყების გრძელვადიანი გეგმების ნაწილია.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ აღვადგინეთ ტრადიციული შეხვედრები და ჩვენ გვქონდა საშუალება კონტრაქტორებისთვის გაგვეცნო პროექტების დაწყებასთან და მათ სატენდერო შეთავაზებებთან დაკავშირებული უახლოესი რამდენიმე თვის გეგმები. ასეთი თანამშრომლობა და ინფორმაციის წინასწარ მიწოდება მათ საშუალებას აძლევთ უკეთ მოემზადონ ტენდერებისთვის, უკეთ გადაანაწილონ თავიანთი რესურსები, იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები. ეს კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, უფრო წარმატებული კონტრაქტორები ვიხილოთ, სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ ესა თუ ის პროექტი“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.