მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტურიზმის სექტორი წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

სხვადასხვა კუპიურები

"ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება 2020 წლისთვის. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირებით რამდენიმე ათასმა კომპანიამ ისარგებლა. ამეტაპზე კი მთავრობის გადაწყვეტილებით, წესდება კიდევ ერთი შეღავათი სესხის მიმართულებით.

"სასტუმროების, რომელთა ბრუნვა 20 მლნ-მდეა, 5 მლნ-მდე სესხის 80%-ს დავასუბსიდირებით",- აღნიშნა პრემიერმა.