მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ

მთავრობის დამინისტრაციასთან აქცია გაიმართება

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ. ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან, პირველ რიგში, ზამთრის კურორტების, შემდეგ კი, სხვადასხვა სექტორის გახსნას ითხოვს. 

მათი განცხადებით, გაუგებარია, რა მიზეზით არის შეზღუდული ზამთრის კურორტების მუშაობა, მაშინ, როცა სხვა კურორტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეხვედრაზე მთავრობის წევრებს შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის საკუთარ ვარიანტს გააცნობენ, რის შემდეგადაც მათ მოთხოვნებზე ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან.

„არსებული შეზღუდვები ჩვენთვის მიუღებელია. გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას გულისხმობს, ჩვენთვის არაფრის მომტანია. ჩვენი მოთხოვნაა ,პირველი თებერვლიდან გაიხსნას ზამთრის კურორტები. მთავრობას გავაცნობთ ჩვენს გეგმას და იმედია ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს“, - აცხადებენ ბიზნესის წარმომადგენლები.

👉 ინფორმაციისთვის, ტურიზმის სექტორის განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაცია, საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სატრანსპორტო კომპანიები და ტუროპერატორები, მთავრობას 25 იანვარს გაეგზავნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ტურიზმის სექტორი მთავრობას ღია წერილით მიმართავს

„დაგუგლეთ და ნახეთ ევროპაში სად არის საბაგირო გზა გახსნილი“ - ამირან გამყრელიძე