მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთიდან საექსპორტო მატარებლები დაიძრა

მატარებელი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი თურქეთიდან რუსეთში გაემგზავრა. ინფორმაციას yenisafak.com ავრცელებს.

15 ვაგონიანი შემადგენლობა რუსეთში 8 დღეში ჩავა. მატარებელი თურქეთიდან ჯერ საქართველოს გაივლის, შემდეგ აზერბაიჯანს და ბოლოს რუსეთში ჩავა.

თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია გამართა. თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი ანკარის სადგურიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გავიდა. თურქეთს ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემადგენლობა 4 650 კილომეტრს გაივლის.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით, კიდევ ერთი სატვირთო მატარებელი ჩინეთის მიმართულებით გაემგზავრება, რომელიც 2 კონტინენტს, 2 ზღვას და 5 ქვეყანას გაივლის, 8 693 კილომეტრის გავლის შემდეგ კი ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს.

თურქები სხვა პროექტებსაც ამზადებენ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებას აქტიურად აპირებენ.