მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: "ატლანტიკ საქართველოს" გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი

მდგრადი განვითარების მინისტრი 2020

"როდესაც უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახან დაფუძნებული და გაფართოებას გეგმავენ“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში, კომპანია „ატლანტიკ საქართველო“-ში სტუმრობისას.

ნათია თურნავამ საწარმოში მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნო. 

„ატლანტიკ საქართველო“, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა. „Groupe Atlantic“ მსოფლიოს 73 ქვეყანაში საქმიანობს, საქართველოში ის მთლიანად საექსპორტო ნაწარმს - წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს. ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს 47,113,020 ლარი, ხოლო 2018-ში - 26,227,437 ლარი შეადგინა. კომპანიას საქართველოში 140-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული, გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.  მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, კომპანია გაფართოებას გეგმავს და თუ დღეს ისინი 140-მდე ადამიანს ასაქმებენ, რამდენიმე თვეში, გაფართოების შემდეგ ჩვენს 200-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებენ - მათ ძალიან კარგი, მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტრო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ვეხმარებით მათ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა და საკითხი, რაც არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს საწარმოს გაფართოება“, - განაცხადა მინისტრმა. 

ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, „ატლანტიკ საქართველოს“ საქმიანობა და გაფართოების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ზოგადად საუკეთსო ბიზნესგარემოა შექმნილი.

კონკრეტულად, კომპანია სამომავლოდ გეგმავს როგორც წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ისე ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და Bosch-თან თანამშრომლობას. აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია დამატებით ინვესტიცრებას განახორციელებს, თანამშრომელთა რიცხვი კი 50 ახალი კადრით გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისის, პანდემიისა და გამოწვევისა, კომპანიის გეგმები არ შეცვლილა და პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ წარმოების გაფართოებას, მეტი სექსპორტო ნაწარმის გამოშვებას და მეტი ადამიანის დასაქმებას. ამიტომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ძლიერი მხარდაჭერა იქნება“, - აღნიშნა თურნავამ.