ეკონომიკა

თურნავა: გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი ჩვენს სწორ გზას ასახავს

ეკონომიკის მინისტრი
1605779508
დაკოპირებულია

„საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საქართველომ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა “,  - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კოვიდ-ვითარების მიუხედავად, ინდექსში საქართველოს კარგი პოზიცია აქვს. 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60-ეულს მიღმა იყო.

„რეიტინგს ეწოდება გლობალური კეთილდღეობის ინდექსი. ის ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე. საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანამიმდევრული რეფორმების გატარების, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას.

ვფიქრობ, ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ზრდის ნდობას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

1623667895

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

1623667188

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

1623666256

14 ივნისს, 14:00 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს რამდენიმე რეგიონს შეუწყდა.

1623665447
ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Pia.ge

ამირან სალუქვაძე: 153-ე პოსტია „ბუტკების“, უფ...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე 153 საწარმოს სიას აქვეყნებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა.

იმოგზაურე ლიტერატურაში - მატარებლის მგზა...

აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა მეგობრული ა...

„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მეგობრული არ იქნება“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

საქსტატი: 2021 წლის იანვარ-მაისში ექსპორ...

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.