მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: კოვიდის პერიოდში „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული ინდუსტრიული კომპონენტით 22-მა საწარმომ ისარგებლა, რომელიც დამატებით 3 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს

კოვიდის პერიოდში „აწარმოე საქართველოში“  გაფართოებული ინდუსტრიული კომპონენტით 22-მა საწარმომ ისარგებლა, რომელიც დამატებით 3 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს

„დამტკიცებულია ანტიკრიზისული ბიუჯეტი და სხვა მიმართულებებთან ერთად გაფართოვდა, განახლებული სახით ამოქმედდა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პროგრამის განახლებულ კომპონენტებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის მეშვეობითაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომ მათ შეუფერხებლად შეძლონ ბანკებიდან სესხების აღება. ეს პროგრამა ამოქმედდა ორი წლის წინ, მაგრამ იმ პერიოდში, დიდი მოთხოვნა ამ ტიპის დახმარებაზე არ იყო, რადგან ეკონომიკა ისედაც სწრაფად ვითარდებოდა, ხოლო ახლა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ დროიდან, რაც გაზრდილი ბიუჯეტით ამოქმედდა ეს პროგრამა, უკვე 17-მა საწარმომ ისარგებლა საკრედიტო-საგარანტიო სქემით, მათ შორის არის სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ტანსაცმლის, ასევე კვების პროდუქტების წარმოება და სასაწყობე მეურნეობა. მოთხოვნა ძალიან მაღალი და მზარდია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, იპოთეკური სესხების, იგივე ბინათმშენებლობის სექტორის დახმარების კომპონენტით, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადამიანმა შეძლო სარგებლობა და ყველა პროგრამა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.