მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: მოქალაქეების დახმარების ახალ პაკეტზე 400 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე 2020

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ,ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული დახმარებების პაკეტი სახელმწიფოს ჯამში 410 მლნ ლარი დაუჯდება, რომლიდანაც 130 მლნ stopcov ფონდში მობილიზებული თანხიდან დაიფარება, დანარჩენი კი ბიუჯეტიდან გაიწერება.

„მთლიანად ახალი დახმარებებისთვის დაახლოებით 400 მლნ ლარი დაიხარჯება. მათ შორის, 130 მლნ იქნება სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხა, რომელიც მთლიანად მოხმარდება 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვების დახმარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ანტიკრიზისული გეგმის პროგრამის მესამე ეტაპი მთავრობამ ივნისის ბოლოს დაამტკიცა.

თურნავას განმარტებით, ახალი პროგრამით მთავრობა სოციალურად დაუცველ 33 000 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარება, ხოლო კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამით ოჯახების კვლავ 2/3 ისარგებლებს.

რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერას, მინისტრის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გრძელდება. ამ დროისთვის აღნიშნული შეღავათით 687-მა სასტუმრომ უკვე ისარგებლა, ხოლო გაზრდილი საკრედიტო საგარანტიო სქემის მიხედვით სესხის უზრუნველყოფაში მთავრობამ 17 საწარმოს შემთხვევაში მიიღო მონაწილეობა.