„მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიზიტისას, სადაც ცოტა ხნის წინ მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.
ნათია თურნავამ მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა.
„ეს პრიორიტეტი გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას ამუშავებს ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ. ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე ოცამდე სკოლაში ხდება სახურავებზე მზის პანელების მონტაჟი, რაც ერთი მხრივ, დააზოგინებს სკოლებს ელექტროენერგიის საფასურს და მეორე მხრივ, პირიქით, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია სისტემას მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს. პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, მხოლოდ ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე დანარჩენ რეგიონებში რამდენიმე სკოლას და თბილისშიც იგივე სისტემებს დავნერგავთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტვური კომპანია შპს „Via Solis“-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ უკეთ გაეცნონ განახლებადი რესურსების სპეციფიკას და მისი პირდაპირი დადებითი ეფექტი და სარგებელი შეაფასონ.
„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.
„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.