მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარება საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება

სხვადასხვა კუპიურები

"ეს იყო სულ პირველი მონახაზები, რომ ერთჯერადად მსგავსი რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ეს რიცხვი აქტუალური არ ყოფილა. რალურად ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი დახმარება შეუძლებელია იყოს ნაკლები, ვიდრე საარსებო მინიმუმი თვეში",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების 150 ლარით შესაძლო დახმარებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა რიცხვებზე კონკრეტული პორტფელის გარეშე ვერ ისაუბრებდა.

"არასერიოზული იქნებოდა გვესაუბრა დახმარების კონკრეტულ ციფრებსა და ფპორტფელებზე მანამ, სანამ სსფ-სთან და დონორებთან ფინანსური დახმარების პორტფელი შეთანხმებული არ გვექნებოდა",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.