მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმუშევრობის დონემ ქალაქებში 19.7%-ს მიაღწია

 უმუშევრობა აშშ

2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო წლი პირველ კვარტალთან შედარებით 0.4%-ით 12.3%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6%-ს შეადგენდა, რაც 1.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

იმის გათვალისწინებით, რომ მცირემიწიანი გლეხიც დასაქმებულად მიიჩნევა, მაშინაც კი თუ წლის განმავლობაში 100 ლარიც ვერ მიიღო შემოსავალი, ფორმალურად სოფლად უმუშევრობა უფრო დაბალია ვიდრე საქალაქო დასახლებებში. ოფიციალური მონაცემებით ქალაქებში უმუშევრობის დონე 19.7%-ს შეადგენს, სოფლად კი 4.2-ჯერ ნაკლებს - 4.7%-ს.

სქესობრივ ჭრილში უმუშევრობის დონე ქალებში 11.8%-ს აღწევს, კაცებში კი 12.7%-ს. სურათი განსხვავებულია სამუშაო ძალასთან მიმართებაში, სადაც ატიურობის დონე ქალებში 54.8%-ს შეადგენს, კაცებში კი 74.1%-ს.