ეკონომიკა

„UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა“ - გენადი არველაძე

გენადი არველაძე
23:23 16.09
დაკოპირებულია

გენადი არველაძეს თქმით, UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას, მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად.

„ეს ღონისძიება ჩვენი, როგორც ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის, კიდევ ერთი აღიარებაა. ეს არის ასევე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა კონკრეტულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული დეკლარაციით, სადაც საქართველოზე პირდაპირაა აღნიშნული, რომ მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტელეკომპანია „იმედში“ თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობაზე საუბრისას.

გენადი არველაძის განცხადებით, ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცების თვალსაზრისით.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სხდომაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, თუ თუ როგორ უნდა განახორციელონ და დანერგონ ქვეყნებმა ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ქვეყნებად ჩამოყალიბებას.

გენადი არველაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღონისძიების აბსოლუტურად ყველა მონაწილის ჩამოსვლა ყველა წესის დაცვით განხორციელდა. მათ ჩაუტარდათ PCR ტესტები და ქვეყანაში შემოვიდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ასევეა დანერგილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აღნიშნავდნენ ასევე თავად სტუმრები - რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ კუთხით აღიარებას“, - აღნიშნა მან.

გენადი არველაძის ინფორმაციით, ღონისძიების მეორე დღე დაეთმობა ბიზნესფორუმს - ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ბიზნესდელეგაციაც სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის, სასტუმროების მიმართულებით. ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ეს არის პანდემიის შემდეგ პირველი ბიზნესფორუმი, რომელზეც ვიმსჯელებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ქვეყანა ბიზნესსექტორს, ამ ინდუსტრიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა მან.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...