მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ ჭარაია: საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნა ჩვენს საინვესტიციო გარემოს სულ სხვა სიმაღლეზე გადაიყვანს

 თსუ-ს „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი

ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განაცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის („განვითარების დაფინანსების კორპორაციის“), ოფისის გახსნა განიხილება, ჩვენს საინვესტიციო გარემოს სულ სხვა სიმაღლეზე გადაიყვანს.

კით კრაჩის ინტერვიუს, რომელიც მან „ამერიკის ხმას“ მისცა, ვახტანგ ჭარაია ეხმიანება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აშშ სიდიდით ნომერ მეხუთე ინვესტორია საქართველოში და $1.7 მილიარდზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია აქვს განხორციელებული”.

„რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, თუნდაც მორალურ და ა.შ. მხარდაჭერაზე, მხოლოდ USAID-ით აშშ-ს $1.8 მილიარდი აქვს საქართველოში დახარჯული. შეიძლება გაუთვითცნობიერებელს გაუკვირდეს, მაგრამ აშშ სიდიდით ნომერ მეხუთე ინვესტორია საქართველოში და $1.7 მილიარდზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. შედარებისთვის რუსეთს - 0.8 მილიარდი აქვს "ჩადებული" და ღმერთმა იცის რამდენის აქვს წართმეული. თუ ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ბოლო დღეებში ისმის, უფრო მოწყალე იქნება თავისი პარტნიორებისადმი, ვიდრე ტრამპი და რეალურად გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამასთან ერთად გაიხსნება ამერიკული "ინვესტირება განვითარებაში", იგივე ყოფილი OPIC-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რისთვის ქართულ მხარეს ყველაფერი დიდი ხანია უკვე მზადაა, ეს ჩვენს საინვესტიციო გარემოს სულ სხვა სიმაღლეზე გადაიყვანს” - აღნიშნავს ჭარაია.