ეკონომიკა

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა-ბაღი მომავალი გაიხსნა

ვითიბი ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით, მარნეულში,
ქართული სკოლა-ბაღი
მომავალი გაიხსნა
1620290712
დაკოპირებულია

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა-ბაღი მომავალი გაიხსნა.

ვითიბი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლა 3,000 კვ. მ.-მდეა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ ერთ მილიონ ლარამდე შეადგინა.

აღნიშნული თანხით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მიკროავტობუსის შეძენა, აუზის მშენებლობა და სხვა სამშენებლო სამუშაოები.

„განათლების ხელშეწყობა, გლობალურად, ვითიბი ჯგუფისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სკოლა მომავალთან თანამშრომლობით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით განათლებას და ეკონომიკის განვითარებას.

მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც არანაკლებ პრიორიტეტულია ბიზნესის წარმატებისთვის,“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

1623701841

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

1623701123
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

1623696536
ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ.

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.