ეკონომიკა

როდის დადგინდება უხელფასოდ დარჩენილთა რაოდენობა

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჟურნალისტებთან
13:15 03.04
დაკოპირებულია

"დღეს ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ ადამიანების კონკრეტულ რაოდენობას, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში დავეხმარებით, საფუძველს მოკლებული იქნება. ზუსტ რიცხვებზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, რაც შევაფასებთ, თუნდაც მარტში რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა Covid-19-ის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას სჭირდება გარკვეული დრო, რათა დაადგინოს უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეებისა და მათი ზიანის ზუსტი ოდენობა.

"აპრილში გვეცოდინება მარტში რამდენი ადამიანი დარჩა უხელფასოდ, შესაბამისად მაისში გვეცოდინება აპრილში რამდენი ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე და ა.შ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დახმარებების პაკეტით, რომელიც ბიზნესს შევთავაზეთ, ის შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და მარტში არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელმაც სამსახური დაკარგა", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, დახმარება შეეხება მათაც, ვინც თვითდასაქმებული იყო.

"მათაც ეხებათ ის შეღავათები, რომლებიც უკვე გაკეთდა. მაგალითად დენისა და გაზის გადასახადის დაფარვა. ეს შეღავათი 1,2 მლნ ოჯახს შეეხო და რა თქმა უნდა, მათ შორის არიან თვითდასაქმებული ადამიანები. ასეთი ტიპის ადამიანებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ სხვა პაკეტების შეთავაზებას მომავალშიც. ", - განაცხადა მინისტრმა.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,...
47 წუთის წინ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი...
18:12
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფასტრუქტურის განვითარების მიზნით, მასშტაბური პროექტების განხორციე...
18:07
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის...
17:14
სარეაბილიტაციო პროექტები დასრულდა ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო...
„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მ...
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას...
მდინარაძე: ჩვენი საარჩენო სია ერუდიციასა...
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიის შედგენის...
ეკონომიკის მინისტრმა "ნოვას" ახალი მეგაც...
„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რ...