მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ პოლოლიკაშვილმა გიორგი გახარიას ტურიზმის სექტორში მხარდაჭერა გამოუცხადა

ზურაბ პოლოლიკაშვილი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ტურიზმის თემაზე ვიდეოკონფერენცია გამართა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აღვუთქვი რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის გავლენის განეიტრალებისკენ მიმართული ძლიერი და ეფექტური რეაგირების შემდგომ კოორდინაციაში“, დაწერა ზურაბ პოლოლიკაშვილი „ტვიტერში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის 8 მაისს  ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.