მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 4400 სამშენებლო ნებართვა გაიცა

მშენებლობა

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 სამშენებლო ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტია.

ნებართვები ჯამში 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,75%-ით მეტია.

ამავე ცნობით, ნებართვების 71,8% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის: 47,3% - თბილისზე, 9% - ქვემო ქართლზე, 8,6% - იმერეთზე და 6,9% - მცხეთა-მთიანეთზე.

ინფორმაციისთვის, სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 818,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,9%-ით მეტი) 1128 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3%-ით მეტი).