მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ჩაკეტვა ეკონომიკის სრულ კოლაფსს გამოიწვევს“ - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

„პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო სექტორის ვალი 4.5 მილიარდ ლარს შეადგენ“, - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

„გასაოცარი სწრაფი ტემპით დავიწყეთ აღდგენა. ივნისში თბილისში დატვირთვის კოეფიციენტებმა 45-50% მიაღწია და ივლისის თვეში 65%-მდე ავიდა.

ევროპული ჯავშნები, ეს არის თითზე ჩამოსათვლელი ჯავშნები და ზღვაში წვეთი. სანამ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იქნება აცრისა და პანდემიის თვალსაზრისით ჩვენთან ევროპაში ჩამოსული სტუმრები ნამდვილად თავს შეიკავებენ. ყველა უყურებს სტატისტიკას და აცრილთა რაოდენობას ქვეყანაში.

ისრაელის ბაზარი, რომელიც 23-დან ჩაიკეტა, ვგულისხმობ, ისრაელიდან ჩამოსული სტუმრებს უკან დაბრუნების შემდეგ 1 კვირა იზოლაციაში უნდა იყვნენ, ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს.

4.5 მილიარდი ლარია სექტორის ვალი. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება, ისე რომ ქვეყანა ჩაიკეტოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, ჩაკეტვებმა პერსონალის დეფიციტი გამოიწვია.

„ძალიან დიდი პრობლემაა პერსონალის დეფიციტი, პერსონალი არ გვენდობა, რადგან ხშირად არის ლაპარაკი იამზე, რომ შესაძლოა ისევ ჩავიკეთოთ, ხალხს ურჩევნია უფრო დაბალ ანაზღაურებად, მაგრამ გარანტირებულ ადგილას იმუშაონ“, - აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რესტორნებს, კაფეებს და კლუბებს ღამის 12 საათამდე მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა ქორწილების და ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

👉 „ძალიან რთულ ვითარებაში გავიღვიძეთ, სფეროს 40% საერთოდ არ არსებობს“