ეკონომიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის შენობა
1627032947
დაკოპირებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებენ სების მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმს. 2021 წლის მარტში სებმა საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის „გამჭვირვალობის ჯილდო" მიიღო. ამით ხაზი გაესვა სების მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებულ კომუნიკაციას, ფინანსურ სტაბილურობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ფინანსურ განათლებას. ამავე გამოცემამ სები 2020 წლის „რისკების მენეჯერის ჯილდოს" კანდიდატად დაასახელა. გამოცემამ Global Finance სების პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2020 წელს უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. მეზობელი ქვეყნების წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგად რეგულირებული და კაპიტალიზებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა. დოკუმენტი 170-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესს გარემოს და ეკონომიკას მიმოიხილავს. კვლევის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემო შეაფასა.

დოკუმენტში დეტალურად არის განხილული თუ რამდენად ღიაა ქვეყანა ინვესტიციებისთვის, ქვეყნის ფინანსური სექტორი, არსებული სამართლებრივი საკითხები და სხვა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.