ეკონომიკა

BAG: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას

საქართველოს ბიზნეს
ასოციაცია მიესალმება
დღგ-ს ავტომატური
დაბრუნების სისტემის
დანერგვას
1605859657
დაკოპირებულია

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად ქვეყანაში მკვიდრდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმატებს ნდობის ხარისხი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მაშინ, როდესაც ეკონომიკური აქტივობა დღეს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების გამო შემცირებულია, ახალი პროგრამის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული პოზიტიური გზავნილი იქნება ბიზნეს კომპანიებისათვის, რომელთა დღის წესრიგშიც დღეისათვის მთავარ საზრუნავად ფუნქციონირების გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება დგას.

„თავისი შინაარსით დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა არის დღეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც დაეხმარება მათ კრიზისის თანმდევი სიძნელეების გადალახვაში და იქნება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

„აქვე, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ მწვავე გამოწვევებს, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,

I. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;

II.ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“. - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.


„ზაფხულში მნიშვნელოვან
საჭიროებას წარმოადგენს
მოქალაქეებისთვის
გადაადგილებაზე შეზღუდვის
მოხსნა“

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწე...

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

1632340320

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1632340271

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

1632338176

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე ისაუბრა. წულუკიანმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - მოსწონს თუ არა ეს ბანერი, ჟურნალისტის მხრიდან კეკლუცობა უწოდა.

1632336554
საქართველოს გიდების
ასოციაციის ლოგო

პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632328746
„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632327970
მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.