მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან რთულ ვითარებაში გავიღვიძეთ, სფეროს 40% საერთოდ არ არსებობს“ - შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაცია

ძალიან რთულ ვითარებაში გავიღვიძეთ, სფეროს 40% საერთოდ არც არსებობს - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, არალეგალურად, 200-250 ქორწილები მაინც იმართება.

„გვაქვს ტურისტების ჩამოსვლის დიდი შესაძლებლობა, მთავარია, სფერო რამდენად დახვდება ამ გამოწვევას, სირთულეები გვაქვს, გავიღვიძეთ ძალიან რთულ ვითარებაში, სფეროს 40% საერთოდ არც არსებობს, დახურულია.
არათანმიმდევრული ნაბიჯებით მივდივართ ასეთ ქაოსურ მდგომარეობამდე.

დღესდღეობით, ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, სადაც ქორწილები, შეკრებები იმართება, ირღვევა კანონი და რა თქმა უნდა, ამის კონტროლი არ არის. ამ ვითარებაში, ვჩაგრავთ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს იცავენ, არ იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“.

ამ შემთხვევაში, რომ გავაერთიანოთ ეს დისბალანსი, უნდა დავუშვათ 50 კაცამდე ქორწილების და ივენთების გამართვის შესაძლებლობა, რომელიც ზოგადად დააბალანსებს ვითარებას. უნდა იყოს მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ის რეგულაციები, რომელიც საჭიროა.

ჩვენი მოთხოვნა ასეთია, იქ სადაც არალეგალურად უკვე კეთდება 200-250 ადამიანზე სუფრა,ეს ყველასთვის ლეგალურად იყოს შესაძლებელი - 50-კაციანი ქორწილის და „ივენთის“ ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ რესტორნებს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

როგორც რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, აუცილებელია სრული ვაქცინაცია, რათა არ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც 2020 წელს ვიყავით.

შეგახსენებთ, რესტორნებს, კაფეებს და კლუბებს ღამის 12 საათამდე მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა ქორწილების და ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალულია.