მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

EIB საქართველოს €200 მლნ-ს გამოუყოფს

EIB-ის შენობა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების, Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური და სხვა საჭიროებებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.

მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განიხილა.

ლილიანა პავლოვას განცხადებით, EIB-ი დეტალურად ადევნებს თვალს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა Covid-19-თან გამკლავების ნაწილში შთამბეჭდავად აფასებს.

მთავრობის მეთაურმა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და EIB-ს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორთან.

ხაზი გაესვა EIB-ის მიერ ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.