ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით ენერგეტიკის ბაზრების ლიბერალიზაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკის სამინისტროს
შენობა
1626964399
დაკოპირებულია

ეკონომიკის სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხელმომწერი მხარეები ასევე არიან სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო.

აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ძალისხმევის გააქტიურებას.

ამასთან, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკის სამინისტრო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ენერგოსისტემის მდგრადობას კონკურენტული და გამჭვირვალე სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბებით, რომელიც დაფუძნებული იქნება არადისკრიმინაციულობის, თავისუფალი ვაჭრობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს ექსპერტული კონსულტაციის გაწევას სამართლებრივ, საორგანიზაციო და სტრუქტურულ საკითხებში, ასევე სამინისტროსა და სხვა მხარეების დახმარებას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების განხორციელებაში.

მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესები, განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ამგვარი ძალისხმევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.