მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ენკა“ „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს

ჰესი, ნამახვანი, ჰიდროელექტროსადგური Pia.ge

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.

როგორ ირკვევა, ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიამ პირობების შეუსრულებლობა და ფორს-მაჟორი დაასახელა.

კომპანია „ენკაში“ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო როგორც Pia.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, უწყება საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებოდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი, დაახლოებით, ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

პროტესტის გამო, მიმდინარე წლის 24 აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.