ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკის შენობა -
Pia.ge
1605526025
დაკოპირებულია

ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. ინფორმაციას ევროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება ჩვეულზე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, რათა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში დროულად უზრუნველყოს ფინანსური ინსტიტუტები მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით.

მათივე თქმით, მიმდინარე დოკუმენტში წარმოდგენილ სცენარებში მოცემული ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი COVID-19 პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარებია. საბაზო სცენარი განიხილავს ეკონომიკის გაჯანსაღებას 2021 წლიდან, რასაც პანდემიის გავრცელების ტემპის შემცირება და მისი შემაკავებელი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განაპირობებს.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან საბაზო სცენართან შედარებით უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რაც გლობალურად და ქვეყნის შიგნით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკეთესი შედეგებით მიიღწევა. პესიმისტური სცენარი კი 2021 წლის განმავლობაში პანდემიის გავრცელების მაღალი ტემპის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც გახანგრძლივებულ რეცესიაში აისახება და ეკონომიკა აღდგენას მხოლოდ 2022 წლიდან იწყებს. მოცემული საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები.

ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.

ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებს გამოეხმაურა და მას ურცხვობის კულმინაცია უწოდა.

1632686858

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ კახათში გამართა.

1632686442

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ რეიტინგებს ადარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ორი განსხვავება იპოვოს.

1632686117

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

1632686005
ჟურნალისტი ნათია ბერიძე
Pia.ge

ნათია ბერიძე: გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა...

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

კალაძე - 41%, მელია - 36%, გახარია - 13%...

IPSOS-ის კვლევების მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა.

ტყუილში აცხოვრებენ ამომრჩეველს და ბოლოს,...

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება, რომ თითქოს ხელისუფლებამ იცის, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

სერგო ხიდაშელმა ონის მოსახლეობასთან შეხვ...

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს „ქართული ოცნების“ ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა.