მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

2021 წლის 20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 00 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.850 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.935 პროცენტით განისაზღვრა.

ინფორმაციით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.