ეკონომიკა

გადასახადის 9 238 გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა

გადასახადის გადამხდელებს
73 მილიონი დაუბრუნდათ
1605781689
დაკოპირებულია

მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, გადასახადის 9 238 გადამხდელს, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.

ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა ავტორიზებულ გვერდზე - eservices.rs.ge მოქმედი/აქტიური საბანკო ანგარიშის მოწოდების მიზნით, უკვე გაიგზავნა სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინება, რათა საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხის დაბრუნება ავტომატურად განხორციელდეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს დროულად უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა.

რაც შეეხება 2020 წლის 16 ნოემბრამდე დეკლარირებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს, რაც ასახულია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნული თანხა პირს შეუძლია დაიბრუნოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველზე ან მიმართოს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.

👉 გადაწყვეტილება ეხება 2020 წლის 16 ნოემბრიდან წარმოშობილ ზედმეტად გადახდილ თანხებს (ე.წ. ,,მწვანე ბარათზე“, შესაბამის რისკზე დაფუძნებული მიდგომით მიღებული შესამცირებლად გაანგარიშებული დღგ-ის თანხას).

„ზაფხულში მნიშვნელოვან
საჭიროებას წარმოადგენს
მოქალაქეებისთვის
გადაადგილებაზე შეზღუდვის
მოხსნა“

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწე...

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

1632340320

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1632340271

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

1632338176

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე ისაუბრა. წულუკიანმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - მოსწონს თუ არა ეს ბანერი, ჟურნალისტის მხრიდან კეკლუცობა უწოდა.

1632336554
საქართველოს გიდების
ასოციაციის ლოგო

პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632328746
„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632327970
მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.