ეკონომიკა

გენადი არველაძე: ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას

გენადი არველაძე
1634112018
დაკოპირებულია

„საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში ქართველ და ავსტრიელ ბიზნესმენებს შორის ასეთი მასშტაბური შეხვედრა არ გამართულა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნეს ფორუმი იყო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი მასში მონაწილე ბიზნესების მხრივ. ისინი წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, განათლება და სხვ. ფორუმში 10-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის, რომლის დროსაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გენადი არველაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 190-ზე მეტი ავსტრიული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში. „მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.