ეკონომიკა

გენადი არველაძე საერთაშორისო ფორუმზე „მედიაცია ბიზნესისთვის“ მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკა
1626785342
დაკოპირებულია

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს, განავითაროს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, განსაკუთრებით კი, მედიაცია და არბიტრაჟი და შექმნას მათი გამოყენებისთვის ხელსაყრელი პირობები. „მედიაციის შესახებ“ კანონის მიღებამ, ერთი მხრივ, უზრუნველყო საერთაშორისო ვალდებულებების დაკმაყოფილება, ხოლო მეორე მხრივ, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემოღება ხელს უწყობს სამოქალაქო დავების სიმრავლით გადატვირთული სასამართლოების განტვირთვას და საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საერთაშორისო ფორუმზე „მედიაცია ბიზნესისთვის“ სიტყვით გამოსვლისას, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და არსებული ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს მორიგების მაჩვენებლის მხრივ, განსაკუთრებით წარმატებული დავის კატეგორიებს შორის იყო შრომითი, მიკროსაფინანსო, საბანკო და ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები.

„დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, მოდავე მხარეთა ნებაზეც არის დამყარებული, რადგან მათ თავად კონსენსუსის გზით უნდა აირჩიონ დავის გადაწყვეტის ეს ფორმა. ამასთან დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება სასამართლო საქმისწარმოებასთან შედარებით იაფია. შესაბამისად, მედიაციის შესახებ კანონით განსაზღვრული დებულებების გამოყენება ბიზნესის მხრიდან არა მარტო დავების გადაწყვეტის მარტივი გზაა, არამედ ფინანსურადაც მოგებიანია.

მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ცნობადობის ამაღლება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებისა და მისგან მიღებული ბენეფიტების (მარტივი გზა და იაფი) თვალსაზრისით. ვფიქრობ, ბიზნეს სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებში, რათა მიიღოს მეტი ინფორმაცია კონკრეტული საქმეების მაგალითებზე დავის ალტერნატიული საშუალების ფორმების პრაქტიკული გამოყენების შესახებ, რაც მათ შეუქმნის ამ ინსტიტუტის მიმართ სანდოობას,“ - განაცხადა გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მიმართ მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება, განსაკუთრებით, ახალი ინსტიტუციების დანერგვის სტადიაზე. მისი თქმით, დავების ალტერნატიული მექანიზმის საკანონმდებლო დონეზე მყარი და სტრუქტურირებული ინსტიტუციონალიზაცია დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია, როგორც ზოგადად დავების, ისე ბიზნეს სექტორში არსებული დავების გადასაჭრელად.

აღსანიშნავია, რომ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების ხელშეწყობას. მედიაცია დავების მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე (მედიატორი) მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება. სასამართლო მედიაციის მიზანია ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობის გაზრდას და თავის მხრივ, სასამართლოს მაქსიმალურად განტვირთვას ისეთი დავებისაგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთშეთანხმებით დასრულების პერსპექტივა.

ფორუმი საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.