ეკონომიკა

გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით დონორი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გენადი არველაძის
თანათავმჯდომარეობით
დონორი ორგანიზაციების
ეკონომიკური ზრდის
თემატური სამუშაო ჯგუფის
შეხვედრა გაიმართა
1632463685
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით დონორი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის თემატური სამუშაო ჯგუფის ონლაინ - შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მასში მონაწილეობა მიიღეს 20-ზე მეტი დონორი ორგანიზაციისა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. დონორთა სხდომას თავმჯდომარეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.

ონლაინ - შეხვედრაზე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა პრეზენტაციები მომდევნო წლებში დაგეგმილი რეფორმებისა და შესაბამისი პროექტების შესახებ, რომლებიც დონორთა მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, „მწვანე ეკონომიკის“ მიმართულებებით.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილე ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელთაც განვითარების ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელმაც საკმაოდ ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები აქვს. გენადი არველაძის განცხადებით, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

„მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები შედეგად სახეზეა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც იანვარი - ივლისში 12,7 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციებმა გადახედეს წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს მატების მიმართულებით.

მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 7,7 პროცენტამდე გაზარდა და საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც საშუალოვადიან პერიოდში ევროპის რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უკვე შეგვიძლია, დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ დღის წესრიგს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.